18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 23:40:29, 519 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ პასუხისმგებლობა და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ პასუხისმგებლობა და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი“, - ამის შესახევ ევროპარლამენტარებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ გზას.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს გამოავლინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ელექტორატის დემოკრატიულ არჩევანს და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის საშუალებით, რომლის ფასილიტატორები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები არიან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

ყველა პოლიტიკური ძალა ახლადარჩეულ პარლამენტში ახლა უნდა მუშაობდეს კონსტრუქციულად და ამასთან გაითვალისწინოს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა“, -  ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics