|
2015-09-25 09:51:27, 674 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ განუცხადა. "დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, რომ ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც ასეთ შემთხვევებში სავალდებულოა",- განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება დაჭრილ ქართველ სერჟანტს, ხიდაშელის თქმით, იგი სამკურნალოდ უკვე გერმანიაშია გადაყვანილი. „ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)