|
2015-01-29 13:27:05, 2292 ნახვა
ეკონომიკა
კვარაცხელია: კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ კურსის დიდი რყევა არ იქნება, მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება
„ფარმაცევტული კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ კურსის დიდი რყევა არ იქნება, მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა. მისივე თქმით, თუ ლარი ძალიან გაუფასურდა, რეაგირება წამლის ფასებზეც იქნება. კვარაცხელიას შეფასებით, ამ დროისთვის გარკვეულ პრეპარატებზე ფასი არც ისე დიდი პროცენტით არის გაზრდილი. „ეს ასე არ არის, რომ როგორც კი ლარი გაუფასურდება მეორე დღეს წამალზე ფასმა უნდა მოიმატოს. თუ ძალიან გაუფასურდა ლარი, რაღაც რეაგირება რა თქმა უნდა იქნება წამლის ფასებზეც, მაგრამ ეს, რომ პირდაპირ მიბმული იყოს ლარის კურსი წამლის ფასზე ასე არ არის. დოლარის ზონიდან, რაც შემოსატანი იყო შემოტანილია წამალი. გარკვეულ პრეპარატებზე, არც ისე დიდი პროცენტით არის ფასი მომატებული. ფარმაცევტული კომპანიები მარწმუნებენ, რომ თუ დიდი რყევა არ იქნება კურსის, მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება. შექმნილ ვითარებაში, თუ სასწაული მოხდა და ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, ამ შემთხვევაში ჩაერევა სამინიტრო და ეს ჩარევა იმ ფორმით მოხდება, რაც იმ შემთხვევაში საჭირო იქნება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ვალერი კვარაცხელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)