20:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 17:30:38, 1245 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, მექაში 717 ადამიანი დაიღუპა

მუსულმანების წმინდა ქალაქ მექაში ხაჯის შესრულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით 717 ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 800 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების 200 ავტომობილი და 4 ათასი მაშველია მობილიზებული.

სულ მექაში წელს 1.3 მილიონი ადამიანი ჩავიდა.

მექაში ხაჯის დროს ჭყლეტვა თითქმის ყოველწლიურად ხდება. ყველაზე დიდი მსხერპლი 1990 წლის ხაჯს მოჰყვა, როდესაც 1.4 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ხაჯის შესრულება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა მუსულმანს ევალება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics