04:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 13:00:49, 515 ნახვა

ეკონომიკა
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს' გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამასთანავე, ვაშლის ექსპორტი  განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 550 ტონა);  ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics