20:11 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 12:55:33, 783 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაავიწროვა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაავიწროვა.

მისი თქმით, დიალოგის მაგიდაზე ერთადერთი საკითხი, ხელახალი არჩევნები დარჩა.

„ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის არის დიდი განსხვავება. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ცესკოს გუშინდელი სხდომა. სრულიად უკანონო და სამარცხვინო იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება. მათ დახურეს კარი ოლქების და უბნების გადათვლისა და გადამოწმებისთვის. ამით დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რამაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი, ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ.

მხარეები დგანან განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება. ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბი-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება. ამ ყველაფერს სჭირდება ახალი არჩევნები და განხილვის თემაც ეს არის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics