|
2020-11-12 13:19:29, 452 ნახვა
პოლიტიკა
ჯერ არ დაწყებულა მოლაპარაკებები და როგორ ჩაიშლებოდა, ჩემთვის გაუგებარია - კაპანაძე ვაშაძის განცხადებაზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გრიგოლს ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, მისთვის და სხვა ოპოზიცური პარტიებისათვის უცნობია რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან როგორც კაპანაძე ამბობს, მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძე მეტ განმარტებას მოაყოლებს მის განცხადებას ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. „ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუ და გულწრფელად გეტყვით, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა ჩვენ არ ვიცით, არც ჩვენ ევროპულმა საქართველომ და არც სხვა ოპოზიცურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი, რადგან მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ რაიმე მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა ჩემთვის არის გაუგებარი. დღეს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს. ამიტომ, რათქმაუნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ ასევე ოპოზიცურ პარტიებშიც. ის რაზეც გუშინ იყო საუბარი, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვართ კონტაქტზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და აქედან გამომდიბარე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ ჩაშლილა. „ - განაცხადა კაპანაძემ.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)