|
2020-11-11 18:11:16, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა 3 000-ს გადასცდეს ახალი შემთხვევების რიცხვი
„პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და 3 000-ს გადაცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან სეროზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას და კლინიკურ სექტორს. „თქვენ ვხედავთ რომ ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და 3 000-ს გადაცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი. ბუნებრივია, ეს ძალიან სეროზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას და კლინიკურ სექტორს. ეს არ არის საქართველოს ხვედრი, მთელ ქვეყანაში ასეა, ყოველ დღე მსოფლიოში ახალი შემთხვევების რეკორდი მყარდება. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, სადაც „ლოქდაუნი“ არაა გამოცხადებული, მათ შორისაა საქართველო, ქვეყანამ განმეორებით „ლოქდაუნზე“ უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მოსახლების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)