|
2015-09-24 11:07:13, 777 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პორექტზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის შესახებ იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კოდექსით არსებული სანებართვო სისტემა სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. დოკუმენტის მეშვეობით საზოგადეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის ყველა ეტაპში. შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ჩართვას კოდექსის შემუშავების პროცესში და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას. პროექტი ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Eap GREEN) პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. „ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავებამდე ხდება გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინება და გარემოზე შესაძლო ზიანის განსაზღვრა. ეს დოკუმენტი ასახავეს თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად გარემოსდაცვითი შეფასება“, - განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა ანიჟიენ როშკამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)