|
2015-01-29 12:26:27, 2313 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ აქვს და არც ჰქონია
„საქართველოს ბიუჯეტს, არც 2014 წლის ბოლოს და მითუმეტეს, არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ქონია“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თურქეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს მზად აქვს მიმდინარე პროცესების ანალიზი, რომელსაც უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. „ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და მას მალე გამოვაქვეყნებთ. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საქართველოს ბიუჯეტს, არც 2014 წლის ბოლოს და მითუმეტეს, არც 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხდება ის პროცესები, რომელიც ხდება მთელ მსოფლიოში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ვალუტის პოზიციების დათმობა არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე არის ჩვენი მეზობელი ქვეყნების და არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების ვალუტის პოზიციები“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)