|
2015-09-23 13:35:11, 346 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის ხელმძღვანელობით ერთი დელეგაცია მიემგზავრება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მხოლოდ ერთი დელეგაცია მიემგზავრება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნება. "გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება ერთი დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.იქ არის პარალელური ღონისძიებები, კონფერენციები, რომელზეც ასევე პრეზიდენტია მიწვეული და ის დაესწრება.რაც შეეხება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, იქ ორი დელეგაცია არ მიემგზავრება. იქ მიემგზავრება, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. აქცენტები გაკეთდება იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს, საქართველოს გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთნ დაკავშირებით. პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორგანიზებულ კონფერენციაში",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)