|
2020-10-31 22:34:10, 2031 ნახვა
ირაკლი კობახიძე მელიას - ჩემთვის არ დაურეკავს, ეტყობა გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის
„ჩემთვის არ დაურეკავს, ეტყობა გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 24 უბნის მონაცემებია შემოსული. "როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში. ეს არის პირველი მონაცემები, რომელიც არის შემოსული 24 უბნიდან. ჯერჯერობით, 24 უბნის მონაცემებია შემოსული. ტენდენცია გამოკვეთილია, რომ რეგიონებში დამაჯერებლად, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. თბილისის არცერთი უბანი, ჯერ ჯერობით დათვლილი არ არის და, შესაბამისად, მონაცემები არ არის შემოსული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ ნიკა მელიას მისთვის არ დაურეკავს, რადგან საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის. რომ გაემარჯვა დარეკავდა, მაგრამ ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ მაგალითად, წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ წააგებდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)