|
2020-10-31 09:40:04, 2193 ნახვა
არჩილ თალაკვაძე - ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა შეუძლია
„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძემ ხმა რამდენიმე წუთის წინ მისცა. „მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც გავაკეთეთ არჩევანი. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატრეთ ამ წლების მაძილზე, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს. საქართველო მზადაა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და მზადაა შემდგომი განვითარებისთვის. ყველა ავტორიტეტული კვლევით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 55-დან 60 პროცენტამდე იყო, შესაბამისად, მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)