|
2020-10-31 09:35:05, 2163 ნახვა
ნიკა მელია - საზოგადოების დიდი ნაწილი შეთქმულებისთვის ემზადება, რაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში გამოიხატება
არასდროს მსგავსი აქტივობა არ უნახავს არავის, ხალხი რიგებში დგას, რაც ნიშნავს, რომ დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაში გამოიხატება. „არასდროს არავის მსგავსი აქტივობა არ უნახავს, უკლებლივ ყველა უბანზე 8 საათიდან, დილის 8-ის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში, ეს ნიშნავს იმას, რომ რისი მოლოდინიც ჰქონდა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას შეასხამს ხორცს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში გამოიხატება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)