|
2015-09-22 17:32:56, 391 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის მთავრობა საქართველოს ზოოპარკის აღდგენაში დაეხმარება
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სილვია პეტოს შეხვდა. როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის აღდგენის პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრული მხარე საჭიროების შემთხვევაში ასევე გადაამზადებს ქართველ სპეციალისტებს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა აღნიშნული ინიციატივისთვის და მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლსაც დედაქალაქის მერია გეგმავს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო მზადაა დაინტერესების შემთხვევაში უნგრულ მხარეს დამატებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ საჭიროებების შესახებ, რაც დედაქალაქში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვისაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)