|
2020-10-30 12:35:21, 725 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ 17 086 626 ლარი, ხოლო „ლელოს“ 5 075 844 ლარი შესწირეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 17 086 626 ლარი, ხოლო „ლელოს“ 5 075 844 ლარი შესწირეს. "არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ - 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს. როგორც აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო. თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი”, -აცხადებენ ორგანიზაციაში.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)