|
2020-10-28 17:53:28, 608 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან აპირებს შეიკრიბოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"’ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშილმა განაცხადა. მისი თქმით, შეკრების მიზანი მხარდამჭერებთან ერთად დიდი ეკრანიდან წინასწარ შედეგებზე თვალის მიდევნებაა. „მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგს, ცოტა რთულია ამ ფორმატს დაარქვა ბრიფინგი, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ „ქართულ ოცნებაში" რომელიც დაახლოებით ორი საათი გრძელდება ყოველდღიურად. ეს ბრიფინგები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" გარდაუვალი მარცხის წინ წინასაარჩევნო აგონიაში არის. რაც შეეხება ამ ბრიფინგის შინაარსს, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ„ნაციონალური მოძრაობა" 31 ოქტომბერს 12 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს და მრავალათასიანი აქციის ჩატარებს. რაც არის მტკნარი ტყუილი, რადგან „ქართულ ოცნებაში" ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ან შეგნებულად შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. მე ვფიქრობ ორივე ერთად. მართლაც შესული არის ჩვენი სახელით მერიაში განცხადება 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათიდან, არამედ საღამოს 8 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო უბანში და რაც მთავარია, ერთად ავღნიშნოთ გამარჯვება. რაც შეეხება 12 საათს, რაც ამ განცხადებაში არის მითითებული, 12 საათზე რუსთაველის გამზირზე იქნება ჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს საღამოს 8 საათისთვის. ამ ყველაფერს სწორედ 6-7 საათი სჭირდება და ამიტომ არის მითითებული ამ განაცხადში 12 საათი. ამიტომ ბატონებო, მოეშვით ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად და საათობით ეკრანიდან. გასაგებია, რომ ნერვიულობთ და სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, რადგან თქვენ 31-ში საქართველოს მოსახხლეობა დაგემშვიდობებათ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)