09:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 13:44:09, 713 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - თუ მოქალაქეების 90%-ზე მეტი იქნება პირბადით, ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება

თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით, გავრცელება 70%-ით შემცირდება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ახლა, თუ რამდენი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.

პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში.

„თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics