02:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:45:09, 455 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მმართველ გუნდში სულ უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც შეცდომას აღიარებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის  ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში დღითიდღე მატულობს იმ მაღალი თანამდებობის პირების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.

თუმცა, აბაშიშვილის თქმით, ახლა მთავარია ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდეს.

ამიტომ, აბაშიშვილის მოსაზრებით, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.

„ფაქტია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. ფაქტია, რომ მმართველ გუნდში სულ უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც შეცდომას აღიარებს სხვადასხვა ფორმით. იყო ვიცე–პრემიერის, ფინანსთა მინისტრის განცხადებები. დღეს კიდევ ერთი მინისტრის განცხადება ვნახეთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, რა შეცდომა იქნა დაშვებული 2 კვირის წინ, ან რა იყო ამ შეცდომის მოტივი. საზოგადოებისთვის ახლა მთავარია, სტაბილურობის შეგრძნების გაჩენა, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში, რათა მათი დანაკარგები არ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics