|
2015-09-21 16:34:49, 409 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში კანონებიდან ტერმინების - სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ამოღების შესახებ პროექტი დარეგისტრირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კანონებიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ ამოღებას ითვალისწინებს. ცვლილებები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს შრომის კოდექსი“ შედის. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პროექტით, მოხდება „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება კანონის იმ ნორმის ჩამონათვალიდან, რომლითაც ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. ამასთან, „ სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული ტერმინების ამოღება მოხდება იმ მუხლებიდან, რომელიც ეხება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას და შესაბამისი მოტივის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევას. „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, კი, ნორმიდან, რომელიც ეხება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმნაციის აკრძალვას, მოხდება „სექსუალური ორიენტაციის“, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება. აღნიშნული პროექტების ავტორი დემოგრაფიული განვითრების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)