|
2015-09-21 16:03:31, 395 ნახვა
პოლიტიკა
მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს უარყოფენ
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე უარყოფს, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. გოგაძე ბადაშვილის შოთაძით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. "ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, რაზეცაა საუბარი. თუკი გაეცანით კანონს, გეცოდინებათ, რა ფორმითაც ხდება ეს. საუბარი პროკურატურაში საკადრო ცვლილებებზე არის არასწორი.რეფორმა, რომელიც პროკურატურაში ტარდება, უახლოეს პერიოდში თავის შედეგებს მოგვცემს, თუმცაღა საუბარი წინანწარ, თუ ვინ იქნება ეს, არავინ იცის. ამიტომ, წინანწარ ნებისმიერ კანდიდატზე საუბარი არასწორია. პროკურატურის სისუსტეზე შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ვისაუბროთ, შედეგი დღეს სახეზე გვაქვს, ამიტომ, უადგილოდ მიმაჩნია ეს საუბარი. შედეგში ვგულისხმობ უგულავას განაჩენს. ჩვენ გვქონდა შედეგი, რაც საჭირო იყო",-განაცხადა გიორგი გოგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)