05:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 02:32:36, 588 ნახვა

სამართალი
ერთ-ერთი მძევალი, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა მანქანით წაიყვანა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. ვიდეოკადრებში, სავარაუდოდ, სწორედ გალდავა იდგა თავდამსხმელის გვერდით, ფილიალის შენობიდან გამოსვლის დროს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ნებაყოფლობით ჩაანაცვლა. რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა.

გალდავამ გამტაცებელთან და სხვა 2 პირთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორია პიკაპის მარკის ავტომობილით დატოვა. ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა ავტომობილი. 

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი. 
შეიარაღებული პირისგან 43 მძევალი გათავისუფლდა. გამტაცებელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. 
გამტაცებელს მძევლები ბანკის შენობაში 8 საათზე მეტხანს ჰყავდა დატყვევებული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics