|
2020-10-21 17:20:47, 661 ნახვა
კომენტარი
ამირან გოგიტიძე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო. ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის პრინციპი - როდის ახდენს გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგძლივება. „გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან და დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ. პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათთან მიმართებაში, შესაძლოა, გარკვეული დაყოვნებით მოხდეს რეაგირება. როდესაც ხორციელდება ზარი გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე, ხდება ზარების პრიორიტეტიზაციის მიხედვით დაყოფა. გარკვეული ჯგუფის პაციენტები თავშივე ხვდებიან ოჯახის ექიმთან შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით და მკურნალობის პერიოდს გადის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარკვეული ჯგუფის პაციენტები მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით, სადაც ასევე ხორციელდება შემდგომი ტრიაჟი“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა განახორციელეს სულ 210 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტის გადაყვანა, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტის მოთავსება, ბინიდან კარანტინში 43 პაციენტის, ხოლო ცხელების ცენტრიდან კოვიდ-კლინიკაში - 37 პაციენტის ტრანსპორტირება. ასევე, კარანტინიდან კლინიკაში გადაყვანილი იქნა 18 პაციენტი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მეორადი ტრიაჟის შედეგად, ოჯახის ექიმთან ასევე გადამისამრთდა 92 შემთხვევა. ბრიფინგზე საუბარი ასევე შეეხო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსების ინფიცირების საკითხს. „სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა გუშინდელი დღის მონაცემებით თბილისში იყო 10, ხოლო ჯამში მთელი საქართველოს მაშტაბით შეადგენს - 36-ს. მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დაახლოებით 4200 ადამიანი, ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 332 ეკიპაჟი ემსახურება.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)