10:56 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 16:56:08, 735 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, გადადებს არჩევნებს და მიიღებს 0 ხმას თუ გადავა ოპოზიციაში

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ან არჩევნები უნდა გადადოს და მიიღოს 0 ხმა ან გადავიდეს ოპოზიციაში.

მისივე თქმით, ყველა ციფრი და განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული.

„ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი. ერთი - გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად 0 ხმა, რაც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია. მეორე - ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით პარლამენტში, რადგან ჯერჯერობით ამის შანსი ისევ აქვთ, რომ იყოს სერიოზული ოპოზიცია. ყველა ციფრი და განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული სერიოზულად. ამას საერთოდ წყალი არ გაუვა, როგორც არ უნდა იკლაკნებოდნენ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოყავდეთ. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა საუბარია მათთვის კარგ და მსუბუქ სცენარზე ან ძალიან ცუდ სცენარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყველანი ქართველები ვართ, მათ ცუდ სცენარს ნამდვილად არ ვუსურვებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics