|
2020-10-17 12:51:31, 639 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას
დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაშიც და მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ" 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი განათლების, ინფრასტრუქტურის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იქნება. ამ კუთხით კი, განსაკუთრებულად, ყურადღება განათლების და ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე გამახვილდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც ალექსანდრე მოწერელიას სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს. „მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“, - მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)