|
2020-10-16 19:34:33, 570 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" განახორციელა. თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016-დან 2020-წლამდე მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ჩატარდა სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები - დაზიანებული კედლები სრულად გამაგრდა, შეიცვალა სახურავი, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის შიდა და გარე ფასადებს. სრულად აღდგა თეატრის დიდი დარბაზის ჭერის მოხატულობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები. მოპირკეთდა გარე ტერიტორია, მოეწყო გამწვანება და სხვ. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ფონდი „ქართუს" უმნიშვნელოვანეს წვლილს, ქვეყნის მასშტაბით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ფონდ ,,ქართუს'', მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა - რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების სრული სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. მხოლოდ სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამები, ფონდ „ქართუს" 200 მილონზე მეტით აქვს დაფინანსებული.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)