09:56 - 08 Aug, 2026
|
2020-10-16 16:40:54, 465 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - დავით-გარეჯის საქმეს ხელისუფლება სკამების შესანარჩუნებლად იყენებს
თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება", - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ,,ოცნება" ამ თემით ცდილობს გადაფაროს ის ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რაც ქვეყანაშია.
„თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება" და მთელი ეს საქმე, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ, ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის გამოყენებისა თანამდებობების და სკამების შესანარჩუნებლად.
,,ქართული ოცნება", რომელმაც თურმე 2014 წლის შემდეგ იცოდა დარღვევებზე, დღეს 2020 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე ამ თემის წინ წამოწევით ცდილობს ჩვენ მოსახლეობაში გამოიწვიოს სრულიად ლეგიტიმური უკმაყოფილების და პროტესტის განცდა, რადგან დავით გარეჯი თითოეული ქართველისთვის არის სრულიად გამორჩეული კულტურული და ეროვნული იდენტობის ნაწილი და ამ თემას ჩვენთვის ყველასთვის ემოციურად, პოლიტიკურად, ადამიანურად მნიშვნელოვან თემას იყენებენ იმისთვის, რომ ამითი გადაფარონ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ეკონომიკური გაჭირვება, უკუსვლა და შიმშილი და კიდევ ერთხელ მიიღონ ერთი ვადით საკუთარი სავარძლები და გააგრძელონ ფულის კეთება და ქვეყნის ჭამა. ეს არის ამორალობა და საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენება", - აცხადებს ბაქრაძე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება", - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ,,ოცნება" ამ თემით ცდილობს გადაფაროს ის ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რაც ქვეყანაშია.
„თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება" და მთელი ეს საქმე, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ, ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის გამოყენებისა თანამდებობების და სკამების შესანარჩუნებლად.
,,ქართული ოცნება", რომელმაც თურმე 2014 წლის შემდეგ იცოდა დარღვევებზე, დღეს 2020 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე ამ თემის წინ წამოწევით ცდილობს ჩვენ მოსახლეობაში გამოიწვიოს სრულიად ლეგიტიმური უკმაყოფილების და პროტესტის განცდა, რადგან დავით გარეჯი თითოეული ქართველისთვის არის სრულიად გამორჩეული კულტურული და ეროვნული იდენტობის ნაწილი და ამ თემას ჩვენთვის ყველასთვის ემოციურად, პოლიტიკურად, ადამიანურად მნიშვნელოვან თემას იყენებენ იმისთვის, რომ ამითი გადაფარონ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ეკონომიკური გაჭირვება, უკუსვლა და შიმშილი და კიდევ ერთხელ მიიღონ ერთი ვადით საკუთარი სავარძლები და გააგრძელონ ფულის კეთება და ქვეყნის ჭამა. ეს არის ამორალობა და საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენება", - აცხადებს ბაქრაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)