21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 13:08:55, 926 ნახვა

რეგიონი
სოფლების ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა

ტალავერისა და ფარიზის მიმართულებით  გადაადგილება ამდრომდე სამარშრუტო ტაქსებით იყო შესაძლებელი, ადგილების სიმცირის გამო კი  აღნიშნული ხაზები მხოლოდ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ემსახურებოდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ვერ ახერხებდა.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსები ავტობუსებით ჩაანაცვლა და დღეს, ტალავერის, ფარიზისა და მიმდებარე სოფლების მიმართულებით  გადაადგილება პედაგოგების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

ავტობუსები ბოლნისის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ საჩუქრად გადასცა. მათ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ და მხოლოდ ტექდათვალიერების გავლის შემდეგ დაემატა ტალავერისა და ფარიზის მიმართულების სამარშრუტო ხაზებს.
თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტს საჩუქრად 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა  და 3 ავტობუსი, უკვე არსებულ სამარშრუტო ხაზებს, საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე იწყებენ და 20:30 საათზე ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ექვსი დღე, შაბათის გარდა, ე.წ ,,რკინიგზის დასახლების" მიმართულებითაც იმოძრავებს. რატევანის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი კი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაიზარდა და ავტობუსების ბოლო გაჩერება N3 ქუჩაზე განთავსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics