|
2020-10-16 12:35:35, 712 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - ივანიშვილმა იცის, რომ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი სააკაშვილია, ამიტომ შავი პიარ-სვლა დაგეგმა მის წინააღმდეგ
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შატბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ღარიბაშვილმა ისაუბრა არა რუკებზე, არამედ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს ერთადერთ ბილეთად ხელისუფლებაში დარჩენის, სააკაშვილი დარჩა, ამიტომ ამ ხერხით ცდილობს შავი პიარ-სვლა დაგეგმოს მის წინააღმდეგ. „გუშინდელ ღარიბაშვილის ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მისი შეფასებები, რომლებსაც აკეთებდა მთელი ამ ჩართვის განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მთელი ეს საქმე, ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის არ აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი შავი პიარ-სვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი, ამიტომ სამწუხაროა, რომ ამაში ხშირად სააკაშვილი ეხმარება მას და ასე წარმოაჩენს ხოლმე, რომ არის მისი ერთადერთი ალტერნატივა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)