|
2020-10-15 13:49:42, 2007 ნახვა
პოლიტიკა
ნოემბრიდან როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისების ეტპობრივი აღდგენა იგეგმება
მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. „მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, მაგრამ ფრთხილად. პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებზე რეისების დამატება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას ევროპაში, ასევე ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა გახარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)