|
2020-10-14 13:41:54, 546 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ანდრიუს კუბილიუსის კომენტარი, რომ დავით-გარეჯის თემა სასაცილოა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
ანდრიუს კუბილიუსის კომენტარი, რომ დავით-გარეჯის თემა სასაცილოა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძე იმედონებს, რომ ანდრიუს კუბილიუსი გაკეთებულ კომენტარზე განმარტებებს გააკეთებს. „მინდა გამოვეხმაურო კუბილიუსის განცხადებას, მან თქვა, რომ დავით-გარეჯის თემა, რომელიც დღეს საინტერესოა საზოგადოებისთვის, სასაცილოა, ჩვენთვის დავით-გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ესეთი დამოკიდებულებით, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, დავით-გარეჯი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენ იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, კატეგორიულად მიღებელია და როდესაც გვექნება ჩვენ მომდევნო შეხვედრები, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ და იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)