|
2020-10-12 13:07:52, 566 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საამქრო შენდება
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგროსექტორის წახალისების მიზნით ბანკმა 73,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩოხატაურის რაიონში, მაღალმთიან სოფელ ზოტში რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას მოხმარდება. საამქრო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საამქრო ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენს რძეს, რაც მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას. საწყის ეტაპზე საწარმოში ყოველთვიურად დაახლოებით 15 ტონა რძის გადამუშავება, ასევე ყველისა და სულგუნის წარმოება იგეგმება. რეალიზაცია პირველ ეტაპზე განხორციელდება ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის გამრავალფეროვნების მიზნით მაწვნისა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავს. პროქტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია. საამქროს მშენებლობის პროცესში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული. ოპერირების დაწყების შემდეგ საამქრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. „მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი აგრომიმართულების ბიზნესის მხარდამჭერი ვართ. ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად ბანკის ჩართულობით ჩოხატაურის რაიონში, კერძოდ სოფელ ზოტში ახალი რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა ხორციელდება. მისი გახსნა ოქტომბრიდან იგეგმება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართული წარმოების განვითარებაში. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)