|
2020-10-09 22:28:35, 739 ნახვა
კომენტარი
იმნაძე „დინამო არენასთან“ შეკრებილ გულშემატკივრებზე - სხვებზეც ხომ უნდა ფიქრობდეთ?
„სხვებზეც ხომ უნდა ფიქრობდეთ?“ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შეკრებილმა გულშემატკივრებმა არ იფიქრეს თავიანთ ოჯახის წევრებზე. „ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, ვინც გუშინ იქ იყვნენ? მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრეს საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე უეფას რეკომენდაციის მიუხედავათ, საქართველოს მთავრობამ „დინამო არენაზე“ მაყურებელთა მხოლოდ 30%ის დასწრება ყოველგვარი რეკომენდაციების დაცვით რისკად აღიქვა და ნებართვა არ გასცა. გულშემატკივარი ნაკრების თამაშის საყურებლად სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შეიკრიბა, სადაც დამონტაჟებული იყო ეკრანი. გულშემატკივართა რაოდენობის გამო წერეთლის გამზირი ნახევრად პარალიზებული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)