06:40 - 08 Aug, 2026
|
2020-10-09 13:44:07, 606 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მმართველი გუნდის რეიტინგი კატასტროფულად ვარდება, რეალურად ისინი აგებენ არჩევნებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გუშინ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება მიუთითებს მმართველი გუნდის რეიტინგის კატასტროფულ ვარდნაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რეალურად აგებს არჩევნებს. „ეს განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ არჩევნებს და ასეთი ხელოვნური განცხადებებით უნდათ, რომ ამომრჩეველი რაღაცნაირად შეინარჩუნონ. მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)