|
2020-10-08 15:17:07, 653 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დავით-გარეჯზე: რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე
„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ხელისუფლებას და ცდილობს დაამტკიცოს, რომ გარეჯთან დაკავშირებით აღმოჩენილია რუკა გამონაგონია. მისი თქმით, გუშინ აღნიშნა, რომ დავით-გარეჯის თემის პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. „გვინდა გამოვეხმაუროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის აღმოჩენილი რუკა, რომელიც საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია. ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)