07:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 12:43:58, 836 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს.

გელხაურის თქმით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის, თუ ვინ მიაყენა გიორგი შაქარაშვილს დაზიანება.

„დღეს დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოვადგენთ, სადაც მოსამართლეს განვუმარტავთ, რომ არც ერთი სახის მტკიცებულება არ არის წამროდგენილი ბრალდების მხარის მიერ, რომელიც დაადასტურებს უშუალოდ ვინ მიაყენა დაზიანება გარდაცვლილ შაქარაშვილს, როგორ მოხდვა წყალში, ამის მტკიცებულება არ არსებობს.არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსამართლე მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსნებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics