19:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 12:35:23, 494 ნახვა

კომენტარი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებიდან ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან

კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებიდან ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, - ამის შესახებ ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ;

ხშირია ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიების მიერ მოგებული უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც, რეკომენდებულია, შემსყიდველმა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი;

ზოგ შემთხვევაში კი იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები.

კვლევაში მოცემული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების აბსოლუტური უმრავლესობა უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს; გზების მოასფალტებას; წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას; გარე-განათებებს.დოკუმენტში აღნიშნული მომსახურებების ძირითადი შემსყიდველები არიან: მუნიციპალიტეტების მერიები; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; მუნიციპალური განვითარების ფონდი.

კვლევამ გამოკვეთა "მბრუნავი კარის" პრობლემის აქტუალობა კახეთის მუნიციპალიტეტებში: არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics