|
2020-10-06 10:14:27, 532 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: გვჭირდება აგრარული სფეროს პროფესიონალები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, დემნა ძირკვაძესთან და ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარესთან, რუსუდან გიგაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. „სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია. აღსანიშნავია, სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ეს ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებისა და წახალისების მიზნით, კონკურსის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ ინიციატივით გაიმართა. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტი. როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო. მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ. კონკურსი, სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროცედურები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში: • გუნდური ნამუშევარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „მაი“ - მე-9, მე-10, მე-11 კლასის 9 მოსწავლე. წარმოებული კულტურები: სალათის ფურცლები, ბროკოლი. • მრავალფეროვანი ბოსტანი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სირბილაძე. წარმოებული კულტურები: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, კომბოსტო. • ყველაზე მოტივირებული - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. წარმოებული კულტურა: მარწყვი. გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზიის „ბიბლუსი“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)