|
2020-10-01 13:11:08, 627 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნის და სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დაუჭერს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ პრემიერობის თანამდებობაზე მხარს არც მიხეილ სააკშვილს დაუჭერს. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებასთან ერთად „ევროპული საქართველო“ იღებს სხვადასხვა რეფორმის შესრულების ვადლებულებას, რომელიც გაწერილია პარტიის ვალდებულებათა ბარათში და „ხელშეკრულებაში ხალხთან“. „ „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე. მეორე - არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობს. ხაზს ვუსვამთ, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ შემთხვევისგან, ვისთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით; ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)