19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 16:31:34, 743 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი თურქული მრავალფუნქციური გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოს ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების "სუ-25"-ის თვითმფრინავის ფოტომასალას, რომელიც მათი ვერსიით თურქეთის ავიაგამანადგურებლის,  "F-16"-ით იყო ჩამოგდებული, - აღნიშნული ინფორმაცია "ტელეგრამზე" გავრცელდა.

ამასთანავე, როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დაღუპული პილოტი იყო მაიორი ვალერი დაელინი.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ეს არ არის თურქული ძალების პირველი პროვოკაცია“.

„27 სექტემბერს ამავე მონაკვეთზე სომხეთი-აზებაიჯანის საზღარზე თურქულმა თვითმფრინავმა "F-16" დაარღვია სომხეთის საჰაერო საზღვარი და მიაყენა სარაკეტო დარტყმა ვარდენისის რაიონს“, - წერია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა  სომხური თვითმფრინავი ჩამოაგდო. აღნიშნული ფაქტი, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინიმ უარყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics