22:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 15:18:00, 523 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს

მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო  მმართველობის ინდიკატორები 2019" შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

„კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო ოცეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, აქ ლიდერები ვართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიო  მმართველობის ინდიკატორები 2019" ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში. ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ  „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განიცადა", -  განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics