|
2020-09-28 13:36:17, 489 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე - შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული, თუ მხარეებს სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ
შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული, თუ მხარეებს ჩვენი სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ, - ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილიმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს. „საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს იმიტომ, რომ თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი ამის მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ ჩავერთოთ სამშვიდობო პროცესში. შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში“, - განაცხადა სესიაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)