|
2020-09-26 13:01:22, 904 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი ჯაფარიძეზე - პოლიტიკოსი, რომელსაც ხმები არ აწუხებს, ისეთივე ოქსიმორონია როგორც უხმო მომღერალი
„პოლიტიკოსი რომელსაც ხმები არ აწუხებს ისეთივე ოქსიმორონია, როგორც უხმო მომღერალი", - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ ენმ-ს ამომრჩევლის ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა. მანვე ისაუბრა „გირჩთან“ დაპირისპირებაზეც და აღნიშნა, რომ ის ენმ-ს ამომრჩეველს ვერ მოუწოდებს ხმას მისცენ იმ კანდიდატს [ზურაბ ჯაფარიძეს], ვისაც მათი ხმები არ სჭირდება. „სამწუხაროა, რომ არსებობენ კანდიდატები, რომელთა დღის წესრიგი ენმ-ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა - მიშას გაკავება, მათივე სიტყვებით. ეს არის ბოდვა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე და მარცხის ფორმულა. ცხადია, რომ მსგავსი მიდგომით ბატონი ჯაფარიძე ზრდის ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკის შანსს, გაიმარჯვოს, რაც, საშინლად გულდასაწყვეტია. მინდა, ბატონმა ჯაფარიძემ მოიგოს. ენმ-ს ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს. ოღონდ ეს ისეთი სიმართლეა, როგორიცაა ის, რომ მიშას და ბიძინას ერთი და იგივე რამე სურთ, ენმ-ს არ ეკუთვნოდა მაჟორიტარების ყველგან დაყენება, და ა.შ. უცნაური განაცხადია პოლიტიკოსისგან რომ „ხმები“ არ აინტერესებს, დიახ, მაშინ სოციალური კომენტატორი ყოფილა ზურა ჯაფარიძე, და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი რომელსაც ხმები არ აწუხებს ისეთივე ოქსიმორონია, როგორც უხმო მომღერალი. მე თუ ამომრჩევლის ხმა არ მაწუხებს, რატომ დამიჭერს მხარს? ერთიანი კანდიდატის დაყენების იდეა რა იყო? ვოლსკის ცხოვრების გამარტივება თუ პირიქით? ხოდა ჩვენ გვჯერა, რომ ძალა ერთობაშია, და ვისაც არა, არ ესმის, არც პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება და არც ბევრი სხვა რამ“, - წერს სამადაშვილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)