|
2020-09-25 13:51:24, 640 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა პარტიას, ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს
მოვუწოდებ ყველა პარტიას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი არა ერთმანეთის ჩაძირვა, არამედ საერთო ენის პოვნაა. „კატეგორიულად გავემიჯნეთ ყოველგვარ კინკლაობას და მოვუწოდებ ყველა პარტიას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს. არ არის ჩვენი მიზანი ერთმანეთის ჩაძირვა, ჩვენი მიზანია ვიპოვოთ საერთო ენა. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს რომ იგივე შეცდომას არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობა“ რაც დაუშვა ისნის რაიონში“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდა ბოდიში მოუხადოს ენმ-ს ამომრჩეველს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომ ჯაფარიძისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)