|
2020-09-25 12:42:10, 596 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი, ყველამ კარგად იცის რეალობა
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განცხადება, რომ კრიმინალის დონე შემცირებულია. სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალი კატასტროფულად გაიზარდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. კაპანაძემ აღნიშა, რომ ერთია გომელაურისა და კობახიძის განცხადებები, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა, ხოლო მეორეა ის რეალობა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ. „ერთ-ერთი მთავარი რაც შესაცვლელია, არის დამოკიდებულება კრიმინალთან, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ გაიზარდა კატასტროფულად კრიმინალი, ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, რომ ზოგიერთი ტიპის კრიმინალი გაიზარდა 200 და 300%- ით, მათ შორის მკვლელობები, ძარცვა, ყაჩაღობა. რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ძალიან მაღალია გახსნის დონე და რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი და რეალურად არ არსებობს, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გარდამტესხი ცვლილება იქნება სწორედ ეს, რომ კრიმინალი შემცირდეს დრამატულად და არ ხდებოდეს კრიმინალებზე ხელის დაფარება ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს გარიგება ე.წ ქურდულ სამყაროსთან არანაირი ფორმით და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)