|
2020-09-24 10:24:59, 562 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - კორონავირუსის შემთხვევების მატება მობილობის ზრდის შედეგია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის რაც დღეს ხდება, მობილობის ზრდის შედეგია“. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულადაა მზად იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სრულად მართოს. „გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა ინფიცირების რიცხვის ზრდა. ის რაც დღეს ხდება, მობილობის ზრდის შედეგია, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო პროგნოზირებადი, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. დღეს ჩვენ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ. ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობისა და მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება იყო შეუძლებელი და ჩვენ ყველამ ერთად ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ, რაც იყო სრულად გამართლებული. ჯანდაცვის სისტემა სრულადაა მზად იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა სრულად მართოს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე მნიშვნელოვანია სისტემა, რომელმაც ინფიცირების შემთხვევები სწრაფად უნდა გამოავლინოს და გამოაჯანმრთელოს ისინი“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)