|
2020-09-22 13:08:11, 636 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - გამოვრიცხავთ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ და არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს. ბაქრაძის თქმით, სწორედ ერთპიროვნულმა მმართველობამ მიიყვანა ქვეყანა მძიმე კრიზისამდე, ამიტომ ის და მისი გუნდი არ დაუჭერენ მხარს არც სააკაშვილს და არ ითანამშრომლებენ არც ივანიშვილთან. „საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ვინმეს მხარდაჭერა მოუწევს, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და კოალიციური შეთანხმება. არავის არაფერი არ მოუწევს, თუ ნაციონალური მოძრაობა აიღებს ხმების საკმარის უმრავლესობას, მათ შეეძლებათ ვინც სურსთ ის დაასახელონ პრემიერობის კანდიდატად, თუ ნაციონალურ მოძრაობას დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ოპოზიციური პრემიერი, არავის არ მოუწევს, ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს ევროპულ საქართველოს და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, ამ მმართველობამ შეიყვანა ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისში, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კიდევ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს იგივე კრიზისის გაგრძელებას. ამ მიზეზით ჩვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან და ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს ევროპულ საქართველოს ვერ აიძულებს, კოალიციური მთავრობა ნიშნავს შეთანხმებას, ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის აზრისთვის ანგარიშის გაწევას და ჩვენ აზრს და პოზიციას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებთ. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს, სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ამ არჩევნებზე და თითოეულ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთპარტიული მართვა და უნდა დაბალანსებული, გაწონასწორებული მთავრობა, სადაც არავინ არავის არაფერს არ აიძულებს და პირიქით, ყველა ერთმანეთს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს, ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცეს ევროპულ საქართველოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)