|
2020-09-21 16:06:23, 706 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ვურჩევ, დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს
„ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება" 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „IPSOS"-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მისი თქმით, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს 56 %-ზე მაღალი ნდობა, რაც სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)