|
2020-09-18 15:24:31, 677 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე თურნავას - რეალურად თქვენ მოკალით ეკონომიკა
„მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ერთადერთ იმედად კორონავირუსი დარჩა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია. კაპანაძემ მიმართა თურნავას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოკლა ეკონომიკა. „400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)