17:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 13:38:15, 810 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს

„ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს“,- ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა РИА Новости-ში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, რუსეთში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ნავალნის საქმეს უკავშირდება, მკაცრად გააკრიტიკეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დასავლეთს რეალურად არ სურს ამ ინციდენტის გამოძიება.

დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა იდეა, რომელიც ნავალნის სახელს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დარღვევასთან აკავშირებს.

„მათი განცხადებების ხასიათიდან ნათლად ჩანს, რომ დასავლელ პარტნიორებს სულაც არ სურთ სინამდვილეში სიმართლის დადგენა.

 ევროპარლამენტმა მიიღო ხმების უმრავლესობით რეზოლუცია, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხედვით უკავშირებენ ნავალნის საქმეს, სინამდვილეში ევროპარლამენტი თავის მიზნებს ნავალნის საქმით ნიღბავს. ევროპას სურს შეასუსტოს ჩვენი გავლენა“, - წერს ზახაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics